აშშ-ში, ვაშინგტონთან, სამგზავრო თვითმფრინავისა და სამხედრო ვერტმფრენის შეჯახების ადგილას, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ABC News-ის ინფორმაციით, უკვე იპოვეს American Airlines-ის თვითმფრინავის "შავი ყუთი".
ტექნოლოგია, რომელზეც ფრენის მონაცემები და კაბინის ხმის ჩანაწერები ინახება, სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ლაბორატორიაში გაიგზავნა. მასალას სპეციალისტები შეისწავლიან.



ავიაკატასტროფა რონალდ რეიგანი სახელობის აეროპორტის ტერიტორიაზე გუშინ მოხდა - ერთმანეთს სამგზავრო თვითმფრინავი და სამხედრო ვერტმფრენი შეეჯახა.
თვითმფრინავში 64, ხოლო ვერტმფრენში 3 ადამიანი იმყოფებოდა. ვერცერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდართან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება.