ტალინში, ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირზე წარმატებით ასპარეზობენ ქართველი სპორტსმენები. ერთეულთა შორის, მცირე ოქროს მედლის მფლობელი გახდა ანასტასია გუბანოვა.
ვაჟებში კი მცირე ვერცხლის მედალი, ნიკა ეგაძემ მოიპოვა. წყვილთა შორის კარგი გამოსვლა ჰქონდათ ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას, რომლებიც ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.