13 თებერვალი 2025,   03:36
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა

საქალაქო სასამართლოში კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ბექა ჯაიანის პროცესი გაიმართა. მხარეებმა შესავალი სიტყვა თქვეს. სხდომას არ ესწრებოდა ბრალდებული.

ჯაიანის პოზიცია უცვლელია, ის დანაშაულს მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებს. უარყოფს ძალადობასა და მკვლელობას გენდერის ნიშნით.

მომდევნო სხდომა 11 თებერვალს ჩატარდება.

დღის ამბები