ზუგდიდის საკრებულომ 2025 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე განიხილა. საუბარია პირველი იანვრის მდგომარეობით ბიუჯეტში არსებულ ნაშთზე, რომელიც ჯამში ხუთ მილიონს აღემატება.
ოპოზიციურმა ფრაქციებმა წინა სხდომაზე მერიისგან დეტალურად ჩაშლილი წერილობითი დოკუმენტაცია მოითხოვეს, თუმცა, მათივე თქმით ის არ მიუღიათ. მათ კითხვებს სხდომაზე მუნიციპალური ორგანოს საფინანსო და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი პასუხობდა.
საბოლოოდ, საკრებულოში საკითხმა მხარდაჭერა მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატებისგან მიიღო, რაც საკმარისი არ არის.
ოპოზიცია სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავს, მერია და მმართველი პარტია კი ამბობს, რომ ოპონენტების გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტში მოსახლეობისთვის საჭირო პროექტები ფერხდება