20 მარტი 2025,   05:55
ვრცლად
რა უძღოდა წინ საგარეჯოში მომხდარ მკვლელობას - 38 წლის მამაკაცს მეგობარმა სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა

საგარეჯოში, 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გუშინ, სოფელ ანთოკში მოხდა. ადგილობრივების თქმით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რის შემდეგაც, 38 წლის მამაკაცს მეგობარმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

მკვლელობაში ბრალდებული, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ინფორმაცია ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. დაკავებული კახეთის სამხარეო დეპარტამენტის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები