
ურთიერთბრალდებები ომის პირობებში - ახლო აღმოსავლეთში "ჰამასმა" ისრაელელი მძევლების გათავისუფლება შეაჩერა. მიზეზად ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევა დასახელდა.
დაჯგუფების სპიკერის თქმით, საქმე ეხება ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების და დევნილების ჩრდილოეთ ღაზაში დაბრუნების შეფერხებას.
თავის მხრივ, შეთანხმების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს "ჰამასს" ისრაელის თავდაცვის მინისტრი.
განცხადებები მხარეებმა კატარში შემდგარი ირიბი მოლაპარაკებების დასრულებიდან რამდენიმე საათში გაავრცელეს.
ტრამპის განცხადებით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაუქმდება, თუკი "ჰამასის" მებრძოლები შაბათისთვის მძევლებს არ გაათავისუფლებენ.
"დაე იყოს ჯოჯოხეთი", - თქვა ტრამპმა. მისი თქმით, პალესტინელებისთვის ღაზაზე უკეთესი საცხოვრებლები აშენდება.
Fox News-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ეს იქნება "ცოტა უფრო მოშორებით იქიდან, სადაც ახლა არიან".