ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირებულმა წვევამდელებმა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში სამედიცინო შემოწმება გაიარეს.
შედეგებიდან გამომდინარე, წვევამდელები სამხედრო ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან და საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემდეგ, ეროვნულ სამხედრო სამსახურის გავლას ექვსი თვის განმავლობაში შეუდგებიან.
საკუთარი სურვილით განაცხადის გაკეთება მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს სამხედრო სამსახურის ვადები აირჩიონ და შესაბამისად განსაზღვრული ანაზღაურება მიიღონ.