კომპანია "თბილისი ენერჯი" განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს ვაკე-საბურთალოს აბონენტებისთვის გაზმომარაგების აღდგენის თაობაზე. მათი ინფორმაციით, მიმდინარეობს აბონენტების ეტაპობრივად ჩართვა და კომპანია ცდილობს, დღეს, 23:00 საათამდე გაზმომარაგება ყველა აბონენტს აღუდგეს.
"განახლება!
ამ წუთის მონაცემებით:
დიდუბე-დიღომი: 19 700 აბონენტი - სრულად ჩართულია
ვაკე-წყნეთი: 43 900 - ჩართულია 55% - მიმდინარეობს 19 755 ჩართვა.
საბურთალო ნუცუბიძე: 87 200 აბონენტი - ჩაირთო 55% - მიმდინარეობს 39 240 აბონენტის ჩართვა.
სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.
კომპანია სრული რესურსით ჩართულია. ვცდილობთ, რომ ყველა აბონენტს მივაწოდოთ გაზი 23:00 საათამდე," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 9 თებერვალს, გაზსადენი მილის დაზიანების გამო, ვაკე-საბურთალოს 150 000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეეზღუდა.