21 მარტი 2025,   19:13
ვრცლად
სად აღდგა გაზმომარაგება და თბილისის რომელ უბანში მიმდინარეობს სამუშაოები - "თბილისი ენერჯი" განცხადებას ავრცელებს

"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, ქსელიდან გათიშული აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა დილის 8 საათიდან განახლდა.

"კომპანიის მთელი რესურსი სრულად მიმართულია გაზმომარაგების აღდგენის სამუშაოებზე.

ამ დროისთვის ვაკეს სრულად მიეწოდება გაზი. საბურთალოზე ამ დროისთვის 65% ჩართულია.

გაზმომარაგების აღდგენის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. განახლებებს პერიოდულად მოგაწვდით", - აღნიშნულია "თბილისი ენერჯის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვაკე-საბურთალოს რაიონის აბონენტებს გაზმომარაგება 9 თებერვალს შეუწყდათ - დაზიანდა ცენტრალური და 500-მილიმეტრიანი გაზსადენი.

დღის ამბები
მეტი