ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გრძელდება. დღეს საქართველოს და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის წევრებმა, სპორტსმენებმა და ოჯახის წევრებმა ნოდარ ქუმარიტაშვილი გაიხსენეს.
12 თებერვალი ტრაგიკულად დაღუპული ცნობილი ქართველი სპორტსმენის გარდაცვალების დღეა.
ნოდარ ქუმარიტაშვილი ვანკუვერში, 2010 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.