18 მარტი 2025,   03:00
ვრცლად
გზა სამეგრელოდან და იმერეთიდან ბერლინის საერთაშორისო გამოფენამდე - ლურჯი მოცვი და ქართული თხილი FRUIT LOGISTICA 2025-ზე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      საქართველო და საქართველოში წარმოებული პროდუქცია კიდევ ერთ საერთაშორისო გამოფენაზე წარსდგა. ბერლინში მიმდინარე გამოფენაზე, სადაც 145 ქვეყნიდან, 2700-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა, ქართულმა სტენდმა განსაკუთრებული ყურადღება და მოწონება დაიმსახურა. მიზეზი ის პროდუქციაა, რომელიც ევროკავშირში განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს და საქართველოში სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია - ლურჯი მოცვი და ქართულ თხილი.

      ბერლინში მიმდინარე გამოფენისას ქართველმა ფერმერებმა სავაჭრო ურთიერთობები არაერთ უცხოურ კომპანიასთან დაამყარეს.

      გზა სამეგრელოდან და იმერეთიდან ბერლინის საერთაშორისო გამოფენამდე - ქართულმა ლურჯმა მოცვმა ადგილი ქართულ სტენდზე დაიკავა. კომპანიის წარმომადგენლებმა გერმანულ მხარესთან ქართული ლურჯი მოცვის 2025 წლის მოსავლის ექსპორტის საკითხები განიხილეს.

      ლურჯი მოცვის გარდა, გერმანიაში ქართულ სტენდზე თხილისა და სანელებლების კომპანიებიც იყო წარმოდგენილი. თითოეული მათგანი სრულად აკმაყოფილებდა ევროკავშირის სტანდარტებს. ქართულმა კომპანიებმა სავაჭრო კავშირების დამყარების მიზნით შეხვედრებიც გამართეს.

      გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საერთაშორისო გამოფენა FRUIT LOGISTIGA 2025-ში ქართული პავილიონი-გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მოეწყო.

      ბერლინში, წელს გამოფენაში 145 ქვეყნიდან, 2700-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა.