18 მარტი 2025,   03:25
ვრცლად
ოთხმა სახელმწიფო კლინიკამ გერმანული აუდიტორული ორგანიზაციის კრიტერიუმები დააკმაყოფილა და KTQ-ს მიერ საერთაშორისო აკრედიტაცია მიენიჭა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      საერთაშორისო გავლენიანი აუდიტორული კომპანიიის აღიარება მოპოვებულია, თანამედროვე სტანდარტები დაკმაყოფილებული - ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი ერთ-ერთია იმ კლინიკებს შორის, რომლებმაც საერთაშორისო სტანდარტების დამადასტურებელი სერტიფიკატი მოიპოვეს.

      მაღალტექნოლოგიური აპარატურა და აღჭურვილობა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, კლინიკის მენეჯმენტის ქცევის წესები, პაციენტებისა და თანამშრომლების უსაფრთხოება - გერმანული აუდიტორული ორგანიზაციის, KTQ-ს კრიტერიუმების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. ამ სტანდარტების დაკმაყოფილება კი ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრმაც შეძლო. ადგილმონაცვლეობის გამო, კლინიკას მოსამზადებლად შეზღუდული დრო ჰქონდა, თუმცა ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, KTQ-ს ექსპერტებმა აღნიშნულ ცენტრს უმაღლესი შეფასება მიანიჭეს.

      გერმანელი ექსპერტების მაღალი შეფასება რეგიონებში არსებულმა კლინიკებმაც მიიღეს. რუხის და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ორივე კლინიკა გერმანულ სტანდარტებთან შესაბამისობაშია.

      უკვე წლებია, რაც ჯანდაცვის სამინისტრო გავლენიან აუდიტორულ კომპანიასთან თანამშრომლობს. აკრედიტაციის მოპოვების შემდეგ უწყების მინისტრი მოადგილესთან ერთად KTQ-ს დირექტორს, რონალდ ნოიბაუერს შეხვდა. მხარეებმა ჯანდაცვის სექტორში საერთაშორისო სტანდარტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს.

      სახელმწიფო პროგრამებში ჩართული კლინიკების აბსოლუტურმა უმრავლესობამ საერთაშორისო აკრედიტაცია უკვე მოიპოვა. დაწესებულების გარკვეული ნაწილი, რომელიც ვერ ახერხებს ვალდებულებების ვადებში სრულად შესრულებას მოქალაქეებისთვის გადაუდებელ სამედიცინო სერვისზე ხელმისაწვდომობის უწყვეტობის მიზნით, მათ საშეღავათო პერიოდი მიეცათ.

      დღის ამბები