20 მარტი 2025,   12:51
ვრცლად
"ბუნებრივი გაზის მაგისტრალზე ავარიის შედეგად გათიშული 150 000 აბონენტისთვის გაზის მიწოდება აღდგენილია" - "თბილისი ენერჯი"

"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მილსადენის დაზიანების გამო შეწყვეტილი გაზმომარაგება 150 000 აბონენტს სრულად აღუდგა. მათივე ცნობით, ამ დროისთვის, მიმდინარეობს იმ ერთეულ მისამართებზე არსებული დგარების ჩართვა, სადაც უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით ან ტექნიკური ნორმების დაცვით გაზი არ ჩაირთო.

"ბუნებრივი გაზის მაგისტრალზე, ავარიის შედეგად გათიშული უბნების - დიღომი, ვაშლიჯვარი, თხინვალა, ლისი, ვაკე, ბაგები, ნუცუბიძე და საბურთალოს 150 000 აბონენტისთვის გაზის მიწოდება აღდგენილია.

ამ დროისთვის, მიმდინარეობს იმ ერთეულ მისამართებზე არსებული დგარების ჩართვა, სადაც უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით ან ტექნიკური ნორმების დაცვით გაზი არ ჩაირთო.

ავარიის ლიკვიდაციაში კომპანია სრული რესურსით ამ დრომდე ჩართულია. კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო," - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები
მეტი