18 მარტი 2025,   02:46
ვრცლად
თუ "ჰამასი" 3 დღეში მძევლებს არ გაათავისუფლებს, ისრაელი ღაზაში საომარ მოქმედებებს განაახლებს - თელ-ავივში მოვლენათა შესაძლო განვითარებისთვის ემზადებიან
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      თუ "ჰამასი," შეთანხმების თანახმად, სამ დღეში მძევლებს არ გაათავისუფლებს, ისრაელი ღაზის სექტორში საომარ მოქმედებებს განაახლებს და ის უფრო ინტენსიური იქნება, - ამბობენ თელ-ავივში და მოვლენათა შესაძლო განვითარებისთვის ემზადებიან. უკვე გამოძახებული არიან რეზერვისტები.

      ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით, რომელიც 19 იანვრიდან მოქმედებს, "ჰამასი" დათანხმდა, რომ შაბათს 3 მძევალს გაათავისუფლებდა, თუმცა დაჯგუფებამ უკვე განაცხადა, რომ აჩერებს მძევლების გადაცემას, რადგან, მათი მტკიცებით, ისრაელმა შეთანხმების პირობები დაარღვია.

      პარალელურად, შუამავლები - ეგვიპტე და კატარი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესანარჩუნებლად დიპლომატიურ ძალისხმევას აძლიერებენ.