21 მარტი 2025,   07:09
ვრცლად
"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 თებერვალს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში შერმადინის, თიანეთის, ავთანდილის, ხატაეთის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში და გიორგიწმინდაში აღმაშენებლის, განთიადის, გლდანის მასივის, ყაზბეგის, სოხუმის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 11:10 საათამდე და 14:50-დან 15:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში მისაქციელი, ახატანი, ახალუბანი, გალავანი, ნაოზა, ნავდარაანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ჟებოტა, ლელოვანი, თეთრახევა, თეგერაანები და მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.