23 მარტი 2025,   03:41
ვრცლად
"პირველი გოლის შემდეგ გუნდმა ხასიათი და განწყობა დაკარგა" - სომხეთის ნაკრების მწვრთნელი

სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან’ტ სხიპმა ერთა ლიგაზე საქართველოსთან წაგებული (0:3) მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა.

"დასანანია, რომ შეცდომები დავუშვით, საქართველოს ნაკრებმა ამით ისარგებლა და სამი გოლი გაგვიტანა. პირველი გოლის შემდეგ გუნდმა ხასიათი და განწყობა  დაკარგა და თამაშიც აირია. წაგების მიუხედავად, მსურს ბარსეგიანი შევაქო, რომელმაც თავის პოზიციაზე კარგად ითამაშა.

ახლა თბილისური მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ. ორმატჩიანი დაპირისპირების ბედის შემოტრიალება რთული იქნება, მაგრამ შევეცდებით, საქმე თბილისში გამოვასწოროთ,"- განაცხადა სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

0:3 - ერევნის რესპუბლიკურ სტადიონზე, სომხეთი-საქართველოს მატჩი, ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ოფის პირველი შეხვედრა, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.

პირველი გოლის ავტორი გიორგი ქოჩორაშვილი იყო, მან ნაკრები მატჩის 33-ე წუთზე დააწინაურა. მეორე და მესამე გოლი კი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

დღის ამბები
მეტი