23 მარტი 2025,   05:26
ვრცლად
ჰიდრო, ქარისა და მზის ელექტროსადგურები - საქართველოს ელექტროენერგეტიკის მიმართ ინვესტორების ინტერესი იზრდება
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ჰიდრო, ქარისა და მზის ელექტროსადგურები - საქართველოს ელექტროენერგეტიკის მიმართ ინვესტორების ინტერესი იზრდება. საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნესის მხრიდან, ეკონომიკის სამინისტროში შესული განაცხადების რაოდენობა ოთხასს აჭარბებს. წარდგენილი წინადადებების მიხედვით, ჯამურად 11 ათს მეგავატზეა საუბარი. უწყებაში განმარტავენ, რომ 2030 წლისთვის საქართველო, ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა გახდება.

      ეკონომიკის სამინისტროში შესული განცხადებებიდან 60-ზე მეტი ქარის, 133 ჰიდრო, ხოლო 241 მზის ელექტროსადგურის პროექტია. ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტორების მზარდ ინტერესზე საუბრობენ ბიზნეს ასოციაციაში.

      საქართველოს ჰიდროენერგეტიკული რესურსის ასათვისებლად სამუშაოები გრძელდება. ოფიციალური მონაცემებით, ამ მიმართულებით ეკონომიკური პოტენციალი დაახლოებით 40 მილიარდი კილოვატ საათია, საიდანაც ამ დროისთვის 25 პროცენტია ათვისებული. ეკონომიკის სამინისტროში შესული განაცხადების სიმრავლისა და ჯამური სიმძლავრის მნიშვნელობაზე აკეთებენ აქცენტს, მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციაშიც.

      ამ დროისთვის ეკონომიკის სამინისტროში ახალი წინადადებების განხილვა და დამუშავება მიმდინარეობს. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2013-2024 წლებში, 64 ჰიდრო, 1 ქარის და 2 თბო ელექტროსადგური აშენდა.

      დღის ამბები
      მეტი