21 მარტი 2025,   23:11
ვრცლად
რამდენად ჯანსაღია პროდუქტი, რაც დახლებზე გვხვდება - ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევების რაოდენობა 97%-ით არის გაზრდილი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      რამდენად ჯანსაღია პროდუქტი, რაც დახლებზე გვხვდება - ბოლო ათი წლის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევების რაოდენობა 97 პროცენტით არის გაზრდილი.

      სახელმწიფო ლაბორატორიაში ყოველდღიურად ასობით საკვლევი ნიმუშის დამუშავება ხდება. ყველაზე მოთხოვნადი სურსათის, ცხოველთა დაავადებისა და მცენარეთა მავნე ორგანიზმების შესწავლაა.

      დიაგნოსტიკა ლაბორატორიაში აკრედიტებული კვლევის მეთოდებით მიმდინარეობს. დაწესებულება აკმაყოფილებს როგორც ქვეყნის, ასევე საერთაშორისო სტანდარტებს. სისტემატურად მიმდინარეობს პერსონალის გადამზადება და აპარატურის მოდერნიზება.

      სპეციალისტების თქმით, ლაბორატორიაში დანერგილი სიახლეები და განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომა პირდაპირ აისახება როგორც კვლევების ხარისხზე, ასევე დროის შემცირებაზეც. დროული და ზუსტი დიაგნოსტიკა კი ბიზნეს ოპერატორებსა და ფერმერებს საჭირო ინფორმაციის სწრაფად მიღებაში და ხარისხიან პროდუქციის წარმოებაში ეხმარება.

      საქართველოს მასშტაბით სოფლის მეურნეობის 13 ლაბორატორია მუშაობს. მათ შორისაა ცენტრალური ლაბორატორია თბილისში და ორი ზონალურ- დიაგნოსტიკური ქუთაისსა და ზუგდიდში.

      ავტორი: ირაკლი კოშაძე

       

      დღის ამბები
      მეტი