23 მარტი 2025,   05:37
ვრცლად
"კონკრეტული ამოცანები, როგორც ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები" - პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა ორმხრივ ინტერესებს უნდა დაეფუძნოს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      კონკრეტული ამოცანები, როგორც ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები - პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა უნდა დაეფუძნოს ორმხრივ ინტერესებს, რაც ამერიკის ელჩისა და საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე უკვე გამოითქვა. მთავარია შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგას.

      ირაკლი კობახიძე, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ტრამპის ხელისუფლებასთან ღირებულებითი თანხვედრა არსებობს და პარტნიორობის აღდგენა არსებითად "დიფ სთეითის" დამარცხებაზეა დამოკიდებული. პრემიერის განმარტებით, წინა ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გამოცდილებით საქართველოს საკუთარი გზავნილები აქვს, ურთიერთობის თვისებრივად განახლებისთვის მთავარი სამართლიანობის პრინციპი იქნება.

      ხელისუფლების ოპონენტები, პოზიტიური მოლოდინის ნაცვლად, ამტკიცებენ, რომ ურთიერთობის გადატვირთვის ინტერესი ცალმხრივია და რომ შტატების გზავნილი ახალი არჩევნები იქნება. თუმცა, პრემიერ-მინისტრმა სწორედ ოპონენტების საპასუხოდ განმარტა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ეს საკითხი არც კი განხილულა. ბარიერგადალახულები ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას მხოლოდ კოალიციური მთავრობის პირობებში ხედავენ.

      ოპონენტებს მმართველი გუნდიდან ურჩევენ, რეალობას თვალი გაუსწორონ და სახელმწიფოებრივი მიდგომა გამოავლინონ. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ დაზიანებული ურთიერთობები წინა ადმინისტრაციისგან დატოვებული მძიმე მემკვიდრეობაა, თუმცა ტრამპის პოლიტიკა ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის აღდგენისთვის ოპტიმისტურ საფუძველს ქმნის.

      მზაობა არსებობს - აშშ-ში საქართველოს ელჩის კანდიდატურაც უკვე შერჩეულია. ხელისუფლება ახალი ადმინისტრაციისგან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება.

      დღის ამბები
      მეტი