23 მარტი 2025,   03:56
ვრცლად
"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 მარტს, 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით შეუწყდებათ მომხმარებლებს სოფელ დიღომში ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ფიროსმანის ქუჩებზე, ქედის ბოლოს ტერიტორიაზე.

"13:00-დან 18:00 საათამდე - სოფელ დიღომში ცამეტი ასურელი მამის, სვეტიცხოველის, ყაზბეგის, ილია შეყლაშვილის ქუჩებზე, ქედისუბანში და მიმდებარე ტერიტორიაზე.

14:00-დან 16:30 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში მაგრანეთი, ზემო და ქვემო ნაქალაქარი, ორხევი, ყუდრო, დორეულები, ვეძათხევა, ზურაბები, საჯინიბო.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები
მეტი