პეკინზე ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. 5 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე დამონტაჟდება საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონები, განათებისა და სარწყავი ქსელები; დარგავენ 500-მდე სხვადასხვა ჯიშის ხეებს და სხვა მცენარეებს; განახლდება საფეხბურთო და საკალათბურთო სპორტული მოედნებიც.
პროექტის ღირებულება მილიონ-ნახევარი ლარია.