
თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 21 წლის გიორგი მინდაძის პროცესი გაიმართა. გამოიკვლიეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები. დაკითხეს დეტექტივი.
გიორგი მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
გამოძიების ინფორმაციით, მან 29 ნოემბერს, პოლიციელს პიროტექნიკა ესროლა, რის შედეგადაც სამართალდამცველმა ფეხზე დაზიანება მიიღო.