ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი თურქეთში მყოფ ქართველ ონკოპაციენტებსა და მათ მშობლებს შეხვდა.
პირველი ლედი ბენეფიციარების მკურნალობის პროცესს გაეცნო და კლინიკებში მათთვის ხელმისაწვდომი მომსახურებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
ბაგრატიონმა ონკოპაციენტ ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.