
უკრაინაში ომი არ წყდება, ფრონტის ხაზზე 13 საბრძოლო მიმართულებით ბოლო 24 საათის განმავლობაში 261 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ყველაზე ცხელ მიმართულებად ისევ პოკროვსკი სახელდება.
დონეცკის ოლქის ამ სტრატეგიული ქალაქის დაკავებას საოკუპაციო ძალები უკრაინის არმიის მომარაგების სატრანსპორტო კვანძების ხელში ჩასაგდებად ცდილობენ - წერს უკრაინული მედია.
ამასთან ერთად უკრაინის გენერალური შტაბი ინფორმაციას ავრცელებს, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მსვლელობის პარალელურად ოკუპანტმა ბრძოლის ველზე ძალისხმევა გააორმაგა.