12 აგვისტო 2026,   01:37
ვრცლად
რუსთავმა კიბერსპორტის სამოყვარულო ტურნირს უმასპინძლა

რუსთავმა კიბერსპორტის სამოყვარულო ტურნირს უმასპინძლა. ტურნირი რუსთავის სპორტის სასახლეში 15 და 16 თებერვალს გაიმართა. შეჯიბრში 300-მდე მოყვარულმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

რუსთავის გარდა, კიბერფეხბურთის ტურნირები საქართველოს 7 სხვადასხვა ქალაქში გაიმართება და ფინალი ივნისში მესტიაში შედგება.

ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 100 ათასი ლარია. პროექტის მიზნად რეგიონებში კიბერ-ფეხბურთის ხელმისაწვდომობა და განვითარება სახელდება.

დღის ამბები