15 აგვისტო 2026,   00:27
ვრცლად
საქართველოს და სომხეთის ნაკრებებს შორის ერთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრა დინამო არენაზე გაიმართება - ექსპერტიზის ბიუროს განახლებული დასკვნის მიხედვით, შეზღუდვა მხოლოდ პირველი იარუსის ექვს სექტორს ეხება

საქართველოს და სომხეთის ნაკრებებს შორის ერთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრა დინამო არენაზე გაიმართება. ინფორმაციას სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი ავრცელებს. 

მისივე თქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განახლებული დასკვნის შედეგად, შეზღუდვა მხოლოდ პირველი იარუსის ექვს სექტორს ეხება, სადაც 4 000-მდე ადგილს მოიცავს, ამასთან, შეზღუდვა არ ვრცელდება მატჩის ორგანიზებისთვის აუცილებელ ზონებზე.  

სტადიონის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გააკეთა. 

საქართველო-სომხეთის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა 20 მარტს, ერევანში გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრას თბილისი 23 მარტს უმასპინძლებს. ორრაუნდიან დაპირისპირებაში გამარჯვებული ერთა ლიგის B დივიზიონში იასპარეზებს. 

დღის ამბები