19 მარტი 2025,   23:46
ვრცლად
შსს-ს მართლწესრიგის ოფიცრები, ბაგებში მდებარე სტუდქალაქში ორ მისამართზე თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე იმყოფებოდნენ - შს სამინისტრო

შსს-ს მართლწესრიგის ოფიცრები, ბაგებში მდებარე სტუდქალაქში, ორ მისამართზ,ე თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე იმყოფებოდნენ - განუცხადეს შს სამინისტროში "რუსთავი 2"-ს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრები, ბაგებში მდებარე სტუდქალაქში, ორ მისამართზე თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის  მოთხოვნის საფუძველზე იმყოფებოდნენ. შემოსული შეტყობინება ფართების დაკანონების თემას ეხებოდა და მართლწესრიგის ოფიცრებმა გადაამოწმეს აღნიშნულ მისამართებზე ცხოვრობდნენ თუ არა კონკრეტული პირები", - აღნიშნეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ბაგების სტუდქალაქში შესვლასთან დაკავშირებით.

სტუდქალაქში სამართალდამცავების შესვლასთან დაკავშირებით მოძრაობა "მაისის სტუდენტური მოძრაობა" წერს და აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სტუდენტურ საცხოვრებელში პოლიციელები შედიან.

დღის ამბები