საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები წლის პირველ მატჩს ხვალ, ანდორას ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
შეხვედრა ქალთა ერთა ლიგის ეგიდით გაიმართება და ზუსტად 7 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე დაიწყება.
ჩვენი ნაკრები ტურნირზე მეორე მატჩს 25 თებერვალს ჩაატარებს. ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფშია და ანდორას და კვიპროსის გარდა, ჯგუფურ ეტაპზე, მალტის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.