ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ "ჰამასის" მიერ, ისრაელელი მძევლის ცხედრის ნაცვლად, პალესტინელი ქალის ცხედრის გადაცემა ენით აღუწერელი ცინიზმია და "ჰამასი" ამისთვის პასუხს აგებს. მისი თქმით, ისრაელი მწვავედ აყენებს ყველა მძევლის, როგორც ცოცხლის, ასევე დაღუპულის, დაბრუნების საკითხს.
"ცაჰალის" განცხადებით, იდენტიფიკაციის პროცესში დადგინდა, რომ ისრაელისთვის გუშინ გადაცემულ ოთხ ცხედარს შორის შირი ბიბასი არ არის. "ჰამასმა" 32 წლის შირი ბიბასი, შვილებთან ერთად, 2023 წლის ოქტომბერში გაიტაცა.