თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ნიკა კაციას პროცესი გაიმართა. მას ნარკოდანაშაულს ედავებიან.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რასთან დაკავშირებითაც პოზიციის დასაფიქსირებლად პროკურორმა დრო მოითხოვა. სხდომა 7 მარტს ჩატარდება.
ადვოკატის განცხადებით, მათ ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატარეს, რომლის მიხედვითაც, ამოღებულ ნარკოტიკული საშუალების პაკეტზე, ნიკა კაციას თითის კვალი არ აღმოჩნდა, მას არც ნარკოტიკების მოხმარება დაუდგინდა. ნიკა კაციას ბრალი 260-ე მუხლით აქვს წაყენებული.