კახეთის რეგიონში, სადაც მეოთხე დღეა უამინდობა გრძელდება, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგა.
თოვისა და ლიპყინულის გამო, ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები - იყრება ტექნიკური მარილი.
ამ დრომდე, შეზღუდვები ვრცელდება ვაზიანი–გომბორი–თელავის დამაკავშირებელ მაგისტრალზე.