ბოლო პერიოდის განმავლობაში მოსული ნალექის გამო, თბილისის გზები ინტენსიურად იწმინდება.
ტექნიკური მარილი იყრება დედაქალაქის ქუჩებსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე. "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. უწყების ხელმძღვანელი მოსახლეობას, საჭიროების შემთხვევაში, ცხელ ხაზზე დაკავშირებას ურჩევს.