22 ივნისი 2026,   19:44
ვრცლად
გერმანიაში გამარჯვებული პარტიის კანცლერობის კანდიდატის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ულტრამემარჯვენე პარტიასთან კოალიციას არ შექმნის

არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, გერმანიაში კონსერვატიული ბლოკი ლიდერობს. ფრიდრიხ მერცის "ქრისტიან დემოკრატიულ/ქრისტიან სოციალურ კავშირს 28% - ზე მეტი აქვს.

ამავე დროს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა ულტრამემარჯვენე ძალების პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის". მათ საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლის 20%-ზე მეტის მიღება შეძლეს.

მესამე ადგილზეა ოლაფ შოლცის მემარცხენე ცენტრისტული პარტია "გერმანიის სოციალ-დემოკრატები" - 16.5%-ით.

საარჩევნო ბარიერი სულ 5-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა. ამომრჩეველთა აქტივობამ 1987 წლის შემდეგ რეკორდული, 83% შეადგინა.

კანცლერობის კანდიდატმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გერმანიის კონსერვატორები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ჩამოაყალიბონ ეფექტური მთავრობა, თუმცა უკვე დააანონსა, რომ ის კოალიციას ულტრამემარჯვენე პარტიასთან არ შექმნის.

არჩევნების შედეგები საკუთარი პარტიის მარცხად შეაფასა ოლაფ შოლცმა და ფრიდრიხ მერცს გამარჯვება მიულოცა.

გერმანიის კონსერვატიული ბლოკის ლიდერი მილოცვებს უკვე იღებს არაერთი სახელმწიფოს ლიდერისგანაც - მათ შორის იყო დონალდ ტრამპიც.

დღის ამბები