მე-5 დღეა, გადაუღებლად თოვს ბათუმში. ქალაქის მერის განცხადებით, საგზაო და საქალაქო ინფრასტრუქტურის, ასევე გადაადგილების კუთხით, გარკვეული გამოწვევებია.
"24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს ცენტრალური და მეორადი ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები.
ამ ეტაპზე, სამუშაოებში ჩართულია 70 ერთეულზე მეტი სპეციალური ტექნიკური საშუალება და 700-ზე მეტი თანამშრომელი. მუნიციპალიტეტის ყველა უწყება ჩართულია სხვადასხვა ღონისძიებაში.
მიმდინარე პერიოდში, დღეს და ხვალ, მივიღეთ გადაწყვეტილება, სასწავლო პროცესი შეჩერებულიყო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.
უამინდობა მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება, შესაბამისად, საგანგებო რეჟიმში განვაგრძობთ მუშაობას", - აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.