12 აგვისტო 2026,   01:30
ვრცლად
უკრაინაში, რუსულმა დრონებმა სამი მრავალსართულიანი კორპუსი დააზიანეს - დაშავდა რამდენიმე ადამიანი

უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. სუმში, ოკუპანტების თავდასხმის შედეგად, 2 ადამიანი დაიჭრა. დაზიანებულია სამი მრავალსართულიანი კორპუსი.

რუსეთის ძალებმა რეგიონზე თავდასხმა საბრძოლო დრონებით განახორციელეს. სამიზნე 13 სასაზღვრო დასახლება გახდა, იერიშებს ორი ადამიანი ემსხვერპლა.

აფეთქებები იყო კიევის ოლქშიც. დაშავდა ერთი მოქალაქე, განადგურებულია საცხოვრებელი სახლები და კერძო მეურნეობები.

დღის ამბები