12 აგვისტო 2026,   08:15
ვრცლად
"მინდა, მოვუწოდო ამ ადამიანებს... დღეს, ამის საჭიროება ნამდვილად არ დგას" - თემურ მღებრიშვილი სამუშაოებში მოხალისეების ჩართულობაზე

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად მოხალისეების ჩართულობის საჭიროება არ დგას.

როგორც მღებრიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, გაზარდოს სამუშაოებში ჩართული ძალების რაოდენობა.

"დღეის მდგომარეობით, როგორც ცოცხალი ძალა, ისე ყველა საჭირო სპეცტექნიკა გვაქვს ადგილზე. რაც შეეხება მოხალისეობის საკითხს, მინდა, მოვუწოდო ამ ადამიანებს რომლებიც, ეჭვი არ გვეპარება, რომ გულისხმიერებით უდგებიან ამ საკითხებს, დღეს ამის საჭიროება ნამდვილად არ დგას. ღამის განმავლობაში, ჩვენ მოვახდენთ გარკვეულ გადაჯგუფებებს, გარკვეული მონაცემების შედარებას და, თუ საჭირო გახდა, დამატებითი ძალების მობილიზებაც იქნება შესაძლებელი, ამის არანაირი პრობლემა არ დგას," - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

დღის ამბები