23 მარტი 2025,   17:56
ვრცლად
"ჰეროინი" და "ალფა-პვპ" - პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით გ.გ. და თ.ბ. დააკავა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

      "შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა და დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების და გასაღების მცდელობის ბრალდებით 1973 წელს დაბადებული გ.გ. და 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.ბ. დააკავეს.

      დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

      სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

      პოლიციამ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, ასევე, მითითებული ლოკაციებიდან შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი" და „ალფა-პვპ" ნივთმტკიცებად ამოიღო.

      გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

      დღის ამბები
      მეტი