24 მარტი 2025,   23:25
ვრცლად
"დინამო არენაზე" თამაში ძალიან მოგვენატრა, ჩვენთვის ეს სტადიონი ძალიან ბევრს ნიშნავს, ბევრი ემოცია გადაგვხდა აქ" - ხვიჩა კვარაცხელია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      "როგორც პსჟ-ში, ისე, როგორც საქართველოს ნაკრებში, ძალიან ბედნიერი ვარ. სადაც კარგად გექცევიან და პატივს გცემენ, იქ აუცილებლად ბედნიერი ხარ და ცდილობ, საუკეთესო გააკეთო," - ამის შესახებ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ვილი სანიოლთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

      ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ ფეხბურთელები ძალიან ბედნიერები არიან "დინამო არენაზე" დაბრუნებით, რადგან ეს სტადიონი მათთვის განსაკუთრებულ ემოციებთან ასოცირდება.

      "დინამო არენაზე" თამაში ძალიან მოგვენატრა, იმ ისტორიული თამაშის შემდეგ არ გვითამაშია და ერთი სული გვაქვს, როდის გამოვალთ ხვალ მოედანზე. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ აქ მოგვიწია დაბრუნება. ჩვენთვის ეს სტადიონი ძალიან ბევრს ნიშნავს, ძალიან ბევრი ემოციები გადაგვხდა აქ," - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

      დღის ამბები
      მეტი