24 მარტი 2025,   15:01
ვრცლად
"ჩვენ მზად ვართ რევანშის ასაღებად, ერევანშიც მზად ვიყავით, თუმცა 3 უპატიებელი შეცდომა დავუშვით" - სომხეთის ნაკრების მწვრთნელი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      სომხეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ჯონ ვან"ტ სხიპმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მან განაცხადა, რომ გუნდის ტაქტიკის შეცვლასა და მცირე ცვლილებებს აპირებს.

      "ჩვენ მზად ვართ რევანშის ასაღებად. ერევანშიც მზად ვიყავით, თუმცა 3 უპატიებელი შეცდომა დავუშვით და ამიტომაც დავმარცხდით. საქართველო ჩვენზე ძლიერი გუნდია, განვითარების სხვა ეტაპზეა და ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი. ზოგადად, გუნდში ცუდი გარემო არ არის. ასეთი ანგარიშით წაგება ყველაფერს ხელს უშლის, თუმცა უნდა ითქვას, რომ არც ვარჯიშზე და არც შეკრებაზე არანაირი პრობლემა არ არის. ლეონ რანოსმა დღეს მომთხოვა, რომ ხვალ აუცილებლად უნდა ეთამაშა. ეს ჩემთვის მიუღებელია. ამის გამო ის დაგვემშვიდობა, შეკრება დატოვა და ნაკრებში აღარ ითამაშებს. ასეთი შემთხვევა კარიერაში პირველად მქონდა, თუმცა ფეხბურთელებს ყველაფერი ავუხსენი და ჩემს გუნდში ატმოსფეროს მხრივ პრობლემები არ არის," - განაცხადა ჯონ ვან"ტ სხიპმა.

      შეგახსენებთ, რომ ფლეი-ოფის პირველ შეხვედრაში სომხეთი შინ, საქართველოსთან 0:3 დამარცხდა. საპასუხო მატჩი ხვალ, "დინამო არენაზე", 18:00 საათზე დაიწყება.

      დღის ამბები
      მეტი