
This is a modal window.
პოლიციამ, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინის“ შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირები: 1982 წელს დაბადებული ზ.გ. და 1977 წელს დაბადებული ვ.გ. დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინის“ შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირები: 1982 წელს დაბადებული ზ.გ. და 1977 წელს დაბადებული ვ.გ. დააკავეს. დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია განცხადებაში.