26 მარტი 2025,   07:20
ვრცლად
საუდის არაბეთში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      სამშვიდობო მოლაპარაკების მორიგ რაუნდამდე 24 საათი რჩება. საუდის არაბეთში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან.

      ტრამპის ადმინისტრაციის გაცხადებული პოზიციით, ომში მყოფ ქვეყანას ტერიტორიების გაყოფაზე საუბარი მოუწევს. რა პოზიცია აქვს რუსეთს, ჯერ უცნობია, თუმცა ოკუპანტ ქვეყანა კონფლიქტის ზონაში მყარ გარანტიებს ითხოვს.

      უკრაინის რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის წევრი, ფედორ ვენისლავსკის განცხადებით, არ გამორიცხავს, რომ ეს ყველაფერი ხანგრძლივ პროცესში გადაიზარდოს.

      "უკრაინული დელეგაცია აშშ-ის წარმომადგენლებს შეხვდება საუდის არაბეთში, სადაც გააგრძელებენ იმ ობიექტების ჩამონათვალის შეთანხმებას, რომლებიც არ შეიძლება გახდეს რუსეთის თავდასხმის სამიზნე. ასეთი ჩამონათვალი უკვე მომზადებულია და ჩვენი დელეგაცია ერ-რიადში წარადგენს. ალბათ, იქნება კიდევ რაღაც შეთანხმებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენი მტრის პოზიციაზე. პუტინს მიაჩნია, რომ ეს გაჭიანურება რუსეთისთვის სასარგებლო იქნება. ეს პუტინის ტაქტიკაა, ამიტომ არ გამოვრიცხავდი, რომ, მართლაც, ეს ყველაფერი გადაიზარდოს რაღაც ხანგრძლივ პროცესში. მეორე მხრივ, ტრამპი საუბრობს ცეცხლის სწრაფი შეწყვეტის აუცილებლობაზე. ამიტომ ვფიქრობ, რუსეთი თუ კვლავ გამოიყენებს ამას, როგორც თავისი ქცევის ალგორითმს, ტრამპს შეუძლია, გამოიყენოს მტკივნეული მეთოდები რუსეთზე ზემოქმედებისათვის", - განაცხადა ფედორ ვენისლავსკიმ.