
This is a modal window.
"ჰამასის" განცხადებით, ისრაელმა ღაზაზე თავდასხმის შედეგად დაჯგუფების მაღალი რანგის მეთაური მოკლა – ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ ისრაელის მიერ ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ ხან იუნისზე მიტანილი ავიაიერიშის დროს "ჰამასის" მაღალი რანგის ლიდერი სალაჰ ალ-ბარდაველია მოკლული.
როგორც BBC წერს, ადგილობრივების ინფორმაციით, ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა როგორც ბარდაველი, ასევე მისი მეუღლე. ისრაელში ამის შესახებ ჯერ განცხადება არ გაკეთებულა.