
საქართველოს სპორტის მინისტრის შალვა გოგოლაძის გადაწყვეტილებით, ძიუდოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯს, ვლადიმერ ნუცუბიძეს, სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა. ჯილდო ვლადიმერ ნუცუბიძეს, თბილისის "გრანდ სლემის" დასკვნით დღეს, სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეძმარიაშვილმა გადასცა.
ვლადიმერ ნუცუბიძეს 25-წლიანი კარიერის განმავლობაში არაერთ საერთაშორისო ასპარეზობაზე, მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, უმსაჯია. ქართველმა არბიტრმა 2016 წლის რიოს, 2020 წლის ტოკიოსა და 2024 წლის პარიზის ოლიმპიადებზე იმსაჯა. ის ერთადერთი ქართველი არბიტრია ძიუდოში, რომელმაც იმუშავა ოლიმპიურ თამაშებზე.
ვლადიმერ ნუცუბიძემ სამსაჯო კარიერა 2024 წელს დაასრულა. ის ევროპის ძიუდოს კავშირის (EJU) მსაჯთა კომისარია.