
ქვეყანაში ვირუსების მაჩვენებელი იკლებს. მიმართვიანობა შედარებით შემცირებულია სამედიცინო დაწესებულებებშიც. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა დღეს არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ივანე ჩხაიძის განცხადებით, გრიპის ვირუსის კლებასთან ერთად, შედარებით მომატებულია რესპირატორულ - სინციტიური ვირუსი, რომელიც სასუნთქი გზებისა და ფილტვების ინფექციას იწვევს და უფრო ხშირად 2 წლამდე ბავშვებში გვხვდება.
"გრიპის პირველი შემთხვევები ჩნდება ნოემბრის თვიდან და გრძელდება მარტი-აპრილის ჩათვლით. ვფიქრობთ, მარტი და აპრილი იქნება ის პერიოდი, როდესაც გრიპი თანდათანობით შემცირდება და შემდეგ ცირკულაცია ალბათ ნოემბრამდე აღარ იქნება.
ყოველკვირეულად შემთხვევები მცირდება, მხედველობაში გვაქვს გრიპი და დღევანდელი მდგომარეობით, ეს სტაბილური შემცირებაა," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.