
ლიკვიდირებულია "ჰამასის" სპიკერი - აბდელ-ლატიფ ალ-ყანუას შესახებ ინფორმაცია თავად ტერორისტულმა ორგანიზაციამ გაავრცელა.
"ცახალმა" დაჯგუფების მაღალჩინოსანი ღამით, ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ჯაბალიას დევნილთა ბანაკში ააფეთქა.
მიმდინარე კვირის განმავლობაში, ისრაელმა პალესტინურ ანკლავში "ჰამასის" სამხედრო და პოლიტიკური ფრთის უკვე რამდენიმე ლიდერი გაანეიტრალა.
ადამიანთა უფლებების მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაციით, 18 მარტიდან, როდესაც "ჰამასსა" და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაუქმდა, "ცახალის" იერიშებს 830 ადამიანი ემსხვერპლა; დაიჭრა 1 700-ზე მეტი. ანგარიშში წერია, რომ იერიშები მიმართულია სახლებსა და კარვებზე, რომელსაც სამოქალაქო პირები აფარებენ თავს.