საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში გაემგზავრა. უმცროსი "ბორჯღალოსნები", ქალაქ ვიშში, ექვსი ერის ფესტივალში მონაწილეობენ.
ნაკრებს პირველი შეხვედრა 10 აპრილს, იტალიასთან აქვთ, 14 აპრილს უელსს დაუპირისპირდებიან, 18 აპრილს კი - ირლანდიას.
ფესტივალში, საქართველოსა და ექვსი ერის ქვეყნებთან ერთად, წელს, პორტუგალიის ნაცვლად, ესპანეთი ითამაშებს.