თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო სარიტუალო სამსახურს დაარსებიდან 29 წელი შეუსრულდა.
ეროვნული გვარდიის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ეროვნული გვარდიის უფროსმა, პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა, მადლობა გადაუხადა და ქვედანაყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სამხედროები, რომელთაც საჩვენებელი გამოსვლა ჰქონდათ, უწყებრივი მედლებით დააჯილდოვეს.