12 აგვისტო 2026,   19:30
ვრცლად
უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა - თბილისის მერის თმით, ინფრასტრუქტურული პროექტი შეამცირებს სატრანსპორტო დატვირთვას

110 მეტრის სიგრძის გვირაბი უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩებს დააკავშირებს. მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. გვირაბში ავტოტრანსპორტი ორმხრივად, თითო ზოლში თითო მიმართულებით იმოძრავებს. პარალელურად, მიმდინარეობს გვირაბამდე არსებული, ალექსიძის ქუჩის გარკვეული მონაკვეთის რეაბილიტაცია.

დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მიმდინარე პროექტს, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. გვირაბის მშენებლობა 2024 წელს დაიწყო, პროექტის საერთო ბიუჯეტი კი, 12 მილიონ ლარს შეადგენს.

გვირაბის მნიშვნელობაზე თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძის თმით, ინფრასტრუქტურული პროექტი შეამცირებს სატრანსპორტო დატვირთვას მიმდებარე ქუჩებზე, მოსახლეობისთვის კი გადაადგილება სწრაფი და მოსახერხებელი იქნება.

პროექტის განხორციელების შედეგად, უნივერსიტეტის ქუჩიდან პეტრე ქავთარაძის ქუჩაზე მოხვედრა უმოკლესი გზით იქნება შესაძლებელი.

 

ავტორი: სიმონ შანავა

დღის ამბები