14 მაისი 2025,   09:10
ვრცლად
გიორგი ვაშაძეს 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

"სტრატეგია აღმაშენებლის" დამფუძნებელს, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

მას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან.

გიორგი ვაშაძეს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განესაზღვრა. აღკვეთის ეს ღონისძიება პროკურორმა მოითხოვა, ისაუბრა მიმალვის საფრთხეზეც, შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. სხდომაზე სიტყვით ისარგებლა თავად ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმაც.

დღის ამბები