
გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონია - ქართველმა ძიუდოისტმა კონტინენტის საუკეთესოს წოდება რამდენიმე საათის წინ მოიპოვა. პოდგორიცაში მიმდინარე ძიუდოს ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის სასტარტო დღე, საქართველოს ნაკრებისთვის წარუმატებლად დაიწყო.
დღეს, ტატამზე გამომსვლელი 4 ქართველი ძიუდოისტისგან ასპარეზობას ვაჟა მარგველაშვილი, თემურ ნოზაძე და ჯულიეტა როდონაია გამოეთიშნენ. ფინალის საგზური გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა, რომელმაც ყველა ბრძოლა დამაჯერებლად ჩაატარა და უმაღლესი სინჯის მედალისთვის დაპირისპირება, 21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა, რომელიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია ფინალში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუს აიუბ ბლიევს შეხვდა, რომელიც დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი